მრავალი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც სატია საი ბაბას 
ერთგული გახდა, იგი წარმოადგენს ჩვენი დროის ავატარს. მას 
თაყვანს სცემენ როგორც ინკარნაციას (განსხეულებას), რომელიც 
ღმერთის სრულ ძალას ფლობს. ასეთი კეთილისმყოფელი მოვლენა არ 
ყოფილა ძველი დროიდან, როცა ღმერთი ადამიანის ფორმით 
გამოცხადდა 5000 წლის წინათ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ 
უდიდეს საუკუნეში. მაშინ ის მოვიდა როგორც უფალი კრიშნა, რომ 
იმ საუკუნის ავატარის როლი ეთამაშა. დღეს ღმერთი კვლავ 
გამოცხადდა მსოფლიო მასწავლებლის როლში იმისათვის, რომ 
კაცობრიობა ატაროს და განადიდოს ადამიანის ისტორიის ამ 
კრიტიკულ პერიოდში.
როგორც სიტკბოს გაგებაა მხოლოდ სიტყვების დახმარებით
შეუძლებელი, ვინაიდან მას გემო უნდა გაესინჯოს, ასევე საის 
ფენომენის გაგებაც შეუძლებელია მხოლოდ კითხვით მის შესახებ, 
ან მისი სწავლების შესწავლით – პირველი წყაროებიდანაც თუ მოდის 
ეს. მისი ჭეშმარიტების შეცნობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მის 
სწავლებას ცხოვრებაში განვახორციელებთ და პრაქტიკაში 
გამოვიყენებთ ყოველ აზრში, ყოველ სიტყვაში და საქმეში.

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE