ეზოტერიკა
გამარჯობათ ძვირფასო დებო და ძმებო. ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მოკლე ეპიზოდებს ჩვენი ეპოქის ავატარის, უდიდესი მასწავლებლის, სატია საი ბაბას მოძღვრებიდან და აგრეთვე ვედური ლიტერატურიდან, რომლებიც მის მიერაა განმარტებული. ქ.თბილისის წიგნების მაღაზიებში თქვენ ნახავთ რამდენიმე წიგნს ამ თემაზე, თარგმნილს ქართულ ენაზე (მთარგმნელი - ვ.ნარიმანიძე). ყველა ეს წიგნი ასევე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებობს. იმედი მაქვს რომ საიტზე წარმოდგენილი ტექსტები ამ წიგნების შერჩევაში დაგეხმარებათ, ეს წიგნები კი თავის მხრივ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, დაგეხმარებათ მრავალ თქვენს სულიერ კითხვებზე პასუხების პოვნაში, თქვენი ნამდვილი ბუნების ჩაწვდომაში, სულიერ სრულყოფილებაში. ისინი მოიცავს სულიერ და ფილოსოფიურ საკითხებს, რომლებიც ეხება ადამიანის ჭეშმარიტ არსს, შიდა და გარე ტრანსფორმაციის გზებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა (ჭეშმარიტების, სიყვარულის, სიმშვიდის, მართლქმედების, არაძალადობის) განვითარებას, განათლებაში სულიერების შეტანას და მრავალ სხვას. ეს წიგნები წარმოადგენს შთაგონების წყაროს, ზნეობრივი და სულიერი ზრდის სტიმულს მკითხველებისთვის, რომლებიც საარსებო სულიერ ჭეშმარიტებაში არიან დაინტერესებული.
 
www.ezoterika.ge