ადამიანები თავის თავს და სამყაროს გარე გამჟღავნებებს აღიქვამენ როგორც მატერიალურ ობიექტებს. ყველა მატერიალურ ობიექტს აქვს ერთი საერთო ენერგოინფორმაციული არსი, რომელიც აღქმას არ ექვემდებარება. ეს არის ის, რაც ვარიანტების სივრცეში იმყოფება და მატერიალური რეალიზაციის ქცევას განსაზღვრავს. აბსტრაქტული აღნიშვნების ენა, რომლის ხმარებასაც ჩვენ მივეჩვიეთ, ენერგოინფორმაციული არსის მხოლოდ გარე გამჟღავნებას აღწერს. თვითონ ამ თავდაპირველი არსის ერთმნიშვნელოვნად აღწერა შეუძლებელია გონების ასახვის ენაზე, ამიტომაა ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების ასეთი სიმრავლე. 
ჩვენი აღქმა ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის, იმიტომ, რომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ცალკეულ ელემენტებზე მოგვეხდინა ყურადღების კონცენტრირება.

სრული სტატიის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE