ელენე პეტრეს ასული ბლავატსკაია (ქალიშვილობის გვარით 
ფონ ჰანი) დაიბადა 1831 წ. 12 აგვისტოს ეკატერინოსლავში (ამჟამად 
დნეპროპეტროვსკი). მასში საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის 
ცნობილ გვართა სისხლია შერეული. მამამისი წარმოშობილი იყო 
მეკლენბურგის მთავრებისგან ჰან ფონ როტენშტეინ-ჰან. დედის 
მხრიდან ბებიის დედა იყო შვილიშვილი ფრანგი ჰუგენოტის ბანდრე 
დიუ პლესისა, რომელიც იძულებული იყო რელიგიური დევნის გამო
სამშობლო მიეტოვებინა. 1787 წელს მისი ქალიშვილი თავად პავლე 
ვასილის ძე დოლგორუკოვზე გათხოვდა, და მათი ქალიშვილი ელენე 
პეტრეს ასული დოლგორუკაია, ქორწინების შემდეგ ფადეევა, იყო 
სწორედ ელენე პეტრეს ასული ბლავატსკაიას ალალი ბებია. სწორედ 
ელენე პეტრეს ასული ფადეევა ზრდიდა თავისი ქალიშვილის ადრე 
დაობლებულ შვილებს. ეს იყო ბრწყინვალედ განათლებული და 
ძალიან ნიჭიერი ქალი: ფლობდა ხუთ უცხოურ ენას, მშვენივრად 
ხატავდა და ბოტანიკითა და მინერალოგიით იყო გატაცებული.

სრული ტექსტის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE