კაჟბადი - ენერგეტიკული შუამავალი
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მეცნიერებამ იცოდა, რომ კაჟბადი (მისი ორჟანგი) შეადგენს ზოგიერთი ზღვის ორგანიზმის: სხივარების, დიატომიების, ზოგიერთი ღრუბლის, ზღვის ვარსკვლავთა ხერხემლის საფუძველს. ცნობილია აგრეთვე, რომ იგი ესაჭიროება მცენარეებს: დაწყებული მარცვლოვანებიდან და ისლებით, პალმებით და ბამბუკებით დამთავრებული. რაც უფრო ხისტია მცენარის ღერო, მით უფრო მეტი კაჟბადია მის ნაცარში. მცენარეები, ზღვის ცხოველების მსგავსად, კაჟბადს წყლიდან იღებენ. მტკნარშიც და მლაშე წყალშიც გახსნილია დაახლოებით 3 მგ/ლ კაჟბადი (კაჟბადის მჟავების და მათი მარილების სახით). ადამიანის ორგანიზმში კაჟბადი არის პრაქტიკულად ყველგან, ყველაზე მეტად – ძვლებში, კანში, შემაერთებელ ქსოვილში, აგრეთვე ზოგიერთ ჯირკვალში. ძვლების მოტეხილობების დროს კაჟბადის შემცველობა მოტეხილობის ადგილებში თითქმის 50-ჯერ იზრდება.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE