პლატონი (ძვ. წ. 428-347) – ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი. ჩვენამდე მოაღწია პლატონის 23 ნამდვილმა და 11 საეჭვო დიალოგმა. მათი უმრავლესობა მისი მასწავლებლის, სოკრატეს სწავლებას შეიცავს. 
პლატონს მტკიცედ სწამდა გონიერებისა და ლოგიკური აზროვნების აუცილებლობა ჭეშმარიტებისა და სიბრძნის მისაღწევად. გარდა ამისა, იგი იყო დიდი ნათელმხილველი, რომელიც ამბობდა, რომ სრული ჭეშმარიტება მოდის როგორც მისტიკური ზეშთაგონება და შინაგანი ცნობიერების უცაბედი განათება. იგი თვლიდა, რომ არსებობს რეალობის პლანები და ჭრილები, რომლებშიაც ფიზიკური სამყარო შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ რეალობის სხვა, გაზრდილ პლანებთან შეფარდებით. მას უმთავრესად აინტერესებდა ცნობიერის არე ადამიანში, მისი სული, გონიერება. იგი განიხილავდა ფიზიკურ სხეულს მხოლოდ როგორც სულის დროებით გარსს. გასაგებია, რომ მას არ შეეძლო არ ეფიქრა სულის ბედზეც ფიზიკური სიკვდილის შემდეგ. მისი ბევრი დიალოგი, განსაკუთრებით „ფედონი“ და „სახელმწიფო“, სწორედ ამ პრობლემას განიხილავს. 

სრული სტატიის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE