ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მეცნიერებამ იცოდა, რომ კაჟბადი (მისი ორჟანგი) შეადგენს ზოგიერთი ზღვის ორგანიზმის: სხივარების, დიატომიების, ზოგიერთი ღრუბლის, ზღვის ვარსკვლავთა ხერხემლის საფუძველს. ცნობილია აგრეთვე, რომ იგი ესაჭიროება მცენარეებს: დაწყებული მარცვლოვანებიდან და ისლებით, პალმებით და ბამბუკებით დამთავრებული. რაც უფრო ხისტია მცენარის ღერო, მით უფრო მეტი კაჟბადია მის ნაცარში. მცენარეები, ზღვის ცხოველების მსგავსად, კაჟბადს წყლიდან იღებენ. მტკნარშიც და მლაშე წყალშიც გახსნილია დაახლოებით 3 მგ/ლ კაჟბადი (კაჟბადის მჟავების და მათი მარილების სახით). ადამიანის ორგანიზმში კაჟბადი არის პრაქტიკულად ყველგან, ყველაზე მეტად – ძვლებში, კანში, შემაერთებელ ქსოვილში, აგრეთვე ზოგიერთ ჯირკვალში. ძვლების მოტეხილობების დროს კაჟბადის შემცველობა მოტეხილობის ადგილებში თითქმის 50-ჯერ იზრდება. დადგენილია კიდეც კაჟბადური ცვლის ასაკობრივი თავისებურებები ორგანიზმში: ხნოვანებასთან ერთად ამ ელემენტის შემცველობა ძვლის ქსოვილში, არტერიებში, კანში მნიშვნელოვნად მცირდება. 
კაჟბადი, წყალბადის უახლოესი ანალოგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ადამიანისთვის და ორგანიზმს მცენარეულ საკვებ პროდუქტებთან ერთად მიეწოდება. 
...ჯერ კიდევ შორეულ 1924 წელს რუდოლფ შტაინერი (მე-19- მე-20 საუკ. ავსტრიელი ფილოსოფოსი, ბიოდინამიკური მიწათმოქმედების ფუძემდებელი) ნიადაგის მოსავლიანობის ფორმირებაში უდიდეს როლს მიაკუთვნიდა პატარა ელემენტს – კაჟბადს. მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია – იგი მუდამ იმყოფება ფეხებქვეშ – ქვიშაში, თიხაში, ქვაში. იგი თავს იჩენს ნიადაგის ყველა ტიპში, მაგრამ სხვადასხვა თანაფარდობით. აი რას წერდა შტაინერი კაჟბადზე: `სულიერი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ატმოსფერული სითბო მჭიდროდ არის დაკავშირებული კაჟბადიან სუბსტანციებთან. ძალიან წვრილად არის იგი გაბნეული ატმოსფეროში. კაჟბადით მდიდარ ნიადაგში კოსმოსური ძალები ყოვნდებიან, პირდაპირ მათი დაჭერა ხდება. და გასაოცარია, რომ ასეთი თანდასწრება არ შეიმჩნევა. ყველაზე მეტად ზამთრის განმავლობაშია მიწა სიცოცხლით გამსჭვალული. ხდება შორეულ კოსმოსურ ძალთა მოქმედების ათვისება  მიწის შიგნით. 

სრული სტატიის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE