ამ წიგნში თავმოყრილია გამონათქვამები სატია საი ბაბას საუბრებიდან, რომლებიც მიძღვნილია თვითშემეცნებისა და ღმერთის შეცნობის ხელოვნებას. ადამიანთა უმრავლესობას, რომელიც თავისი ბედითა და ცხოვრებით უკმაყოფილოა, უნარი არ აქვს რაიმე შეცვალოს. ასეთ ადამიანებს შემოქმედებითი ენერგია არ ყოფნით. თვითშემეცნება გასაღებს წარმოადგენს შემოქმედებითი ენერგიის განვითარებისთვის. ამიტომ უწოდებენ თვითშემეცნებას შინაგან ალქიმიას. იგი ქმნის უკვდავ მე-ს, ღვთაებრიობის კრისტალს. თვითშემეცნება უმაღლესი სულის ასახვაა მარადისობის სარკეებში. თვითშემეცნების წყალობით ადამიანი იძენს ძალას ჭეშმარიტების უსასრულო სივრცეებში. იგი ხდება თავისი ცხოვრების რეჟისორი, თანაშემქმნელი, თამაშის ოსტატი, ყველაფრში სიახლის, სიხარულის, დღესასწაულისა და აღმაფრენის შემტანი.

სრული წიგნის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE