ნეირობიოლოგი: მე ვსწავლობ სიჩუმეში და სიბნელეში მოთავსებულ
ტვინს, იმას, როგორ ქმნის იგი ჩვენს რეალობას. ვიცით, რომ ამას
სწორედ ტვინი აკეთებს, იმიტომ რომ თუ ტვინი სულ ცოტა მაინც
დაზიანებულია, ჩვენი რეალობა იცვლება. და თუ ნარკოტიკებს ან
ალკოჰოლს იღებთ, თუ ორგანიზმში ვირუსია, თქვენი რეალობა
ასევე შეიძლება შეიცვალოს. ჩემთვის საინტერესოა ჩვენი
შეხედულებების გადაკვეთის წერტილები, თქვენც ხომ ხართ
დაინტერესებული რეალობის გაგებით და იმით, როგორ აღიქვამს
მას თითოეული ჩვენგანი. მოგვიყევით ამის შესახებ.
სადჰგურუ: არის მთელი არსებული ჩვენ გარშემო, და ვართ თქვენ
და მე როგორც ცალკეული ადამიანური არსებები. ჩვენ ვერ ვხედავთ
სამყაროს, ვიცით იგი მხოლოდ ისეთი, როგორსაც ჩვენი გონება განმარტავს.

უკან
  © 2023 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE