როგორ მოქმედებს უარყოფითი ემოციები,
თუ სულს სიყვარულის ხეს შევადარებთ
1) მრისხანება (მძვინვარება, ბოროტება, გაღიზიანება) ჰგავს ქარის დაბერვას, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ფოთოლი მოწყვიტოს, მაგრამ ხე არ დაზიანდება. 
მრისხანე ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სწრაფად აპატიონ და ჩვეულებრივ ისინი სიცოცხლით სავსენი არიან. სიყვარულის მათი ხე ცოცხლობს, სულს უხარია. ისინი იშვიათად ავადმყოფობენ, საკმაოდ ბედნიერები არიან, ხოლო როცა უსიამოვნებები გადის, ისინი მალე ავიწყდებათ. გაცილებით უფრო სახიფათოა წყენა. თუ სიტუაცია ჩხუბის საშუალებას არ იძლევა, ადამიანი მრისხანების ტალღას აკავებს; მაგრამ მრისხანება არსად წასულა, იგი იქცა თავის წარმოებულად – წყენად, რომელიც გულს ლოდად დააწვა.
2) წყენა ჰგავს ხულიგანს, რომელიც სიყვარულის ხეს ტოტებს ამტვრევს. 
მრისხანების დახშობა მწყენებლის პატიების, ლოცვის ან უბრალოდ სიკეთის სურვილის გარეშე ძალიან საშიშია. ენერგეტიკულად წყენა უფრო სუსტია, გარეგნულად ნაკლებად გამოსახულია, მაგრამ შიგნით ღრმად აღწევს და სიყვარულს ღუპავს. წყენია ადამიანები უფრო ჩაკეტილები და ცხოვრებით უკმაყოფილონი არიან, ვიდრე მრისხანენი. თუ ვეცდებით წყენა უბრალოდ დავამარცხოთ, დავივიწყოთ ის სიტუაცია, რომელმაც წყენამდე მიგვიყვანა, იგი იქცევა უფრო ფაქიზ წარმოებულად – კრიტიკად (გაკიცხვად). 
3) კრიტიკა ხერხს ჰგავს, რომელიც ხის ტანში შედის.
კრიტიკოსი ადამიანები კიდევ უფრო მეტად გამოცარილებულები და ცინიკურები ხდებიან, თუმცა შეუძლიათ ღიმილით აკრიტიკონ. შემდეგ ღიმილი ქრება. მაგრამ თუ ადამინი რაიმე მიზეზით ხელოვნურად ეცდება კრიტიკა თავიდან მოიცილოს, ენაზე იკბინოს, ეს ცუდი ენერგია იქცევა სიძულვილად (განმარტოება, ზიზღი, სევდა, სასოწარკვეთილება, უგუნებობა). 
4) სიძულვილი ჰგავს ჭიებს, რომლებიც ფესვებს ღრღნიან, ან სულიერ რადიაციას, რომელიც სულს აჩანაგებს.
სიძულვილი ნელა, მაგრამ საიმედოდ კლავს სიყვარულის ხეს, და ეს უკანასკნელი იღუპება, თუ მასზე ტოტები, ფოთლები, ყვავილები და ნაყოფიც კია. ზიზღიანი ადამიანები, ყველაფერიც თუ აქვთ: კეთილდღეობა, გონიერება, სილამაზე და დიდება, ცხოვრების გემოს კარგავენ, სევდაში ვარდებიან, თავისი თავით უკმაყოფილონი არიან და შეუძლიათ თვითმკვლელობამდეც კი მივიდნენ. განსაკუთრებით ეს შეინიშნება მატერიალურად აყვავებულ ქვეყნებში. 
ამრიგად, მრისხანე და წყენია ადამიანები ენერგოხულიგნობის თანამონაწილენი არიან, კრიტიკოსები და მოძულეები კი ენერგობანდიტიზმისა. როგორი ერთგულიც არ უნდა ვიყოთ ღმერთის, თუ არ გვეცოდინება სიყვარულის ხის მაგალითი და ჩვენს ნეგატიურ ემოციებს თვალ-ყურს არ მივადევნებთ, მაინც ენერგომკვლელი ვიქნებით. აგრესიული ემოცია გარე მოქმედებაში შეიძლება უფრო უბრალოდ გადავიყვანოთ სიტუაციის გონივრული გამოსწორებისათვის. ენერგია გარეთ გავა და სარგებელს მოიტანს.  
...როცა ადამიანი განრისხებულია, ცუდი ენერგიის ისრები გამოდის მისი თავიდან, ზემო ჩაკრებიდან; როცა წყინს – მკერდიდან; როცა აკრიტიკებს – მუცლის ქვედა ნაწილიდან და გენიტალიებიდან, ხოლო როცა სძულს – ფეხებიდან, ფეხისგულებიდან. თუ ისრები ყოველი მხრიდან მოქრის, უნდა დაიმალო! ფაქიზი ენერგია აურაში შესაბამის ადგილებს შეანგრევს და, თუ პროცესი ქრონიკულია, იქ დაავადებები ჩნდება. ამ უბრალო სქემით ზოგადად საკუთარი თავის დიაგნოსტირება შეიძლება. სიძულვილი მხედველობას და ტვინის მუშაობას აქვეითებს, ტრავმებსა და თავის დაავადებებს იწვევს; წყენა იწვევს ფილტვების, კუჭის, ღვიძლის, გულის დაავადებებს; კრიტიკას მწყობრიდან გამოჰყავს ნაწლავები და გენიტალიები; სიძულვილი ფეხებს ავნებს. რა თქმა უნდა, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ეს სქემა არ გამოდგება. ცხოვრებაში ყველაფერი შედარებით რთულია, ერთ ემოციას ხომ ერთდროულად რამდენიმე დაავადება შეუძლია გამოიწვიოს, ან რამდენიმე ემოციას - ერთი დაავადება. უფრო მეტიც, უარყოფითი ემოციების სხვადასხვა შეთავსებას შეუძლია სხვადასხვა ადამინს სხვადასხვა შედეგი მოუტანოს. აზრი ჩვენი პრობლემების მიზეზების განსაზღვრაში კი არ არის, არამედ არასწორ განწყობილებათა დამღუპველობის გაგებაში და მთელი ნეგატივის განუხრელ მოცილებაში...
წიგნიდან "ოქროს შუალედი, ანუ ვაიშნავიზმის პარაფსიქოლოგია" ბჰაქთი დას.      

უკან
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE