შრი სატია საი ბაბა ღმერთის, რელიგიისა და ადამიანის შესახებ
ღმერთი ყველასთვის ერთია ღმერთი შაქარია, რომელსაც შეუძლია ცხოვრების მტკნარი წყალი ტკბილ ნექტრად აქციოს. ღმერთი ყველგანაა, ყოველ ადამიანში და ყოველთვის. იგი ყველა მდგომარეობის მოწმეა. იგი ენერგიაა, რომელიც სივრცესა და დროს გამსჭვალავს და მჟღავნდება როგორც მიზეზობრიობა. ღმერთი ყველაში და ყველაფერშია, მაგრამ ყველა დამიანი არაა ღმერთში, აი რატომ იტანჯებიან ისინი. თუ გამუდმებით იფიქრებთ, რომ ღმერთი ხართ, ე.ი. ღმერთი ხართ, მაგრამ თუ თავს მტვრად თვლით, მაშინ მტვრად დარჩებით. ღმერთი ყველაფერია. იგი ყველა ფორმაა, ყველა სახელია. არ არის ადგილი, ღმერთი რომ არ იმყოფებოდეს, არ არის წამი ღმერთის გარეშე! ღმერთი არ არის დესპოტი, რომელსაც ქვის გული აქვს. იგი თვით თანაგრძნობა და მოწყალებაა.
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE