გამარჯობათ ძვირფასო და-ძმებო. ამ საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ეპოქის ავატარის, უდიდესი მასწავლებლის სატია საი ბაბას მოძღვრებას, აგრეთვე ვედური ლიტერატურიდან ეპიზოდებს, რომლებიც მის მიერაა განმარტებული და გაშლილი.

ქ. თბილისის წიგნების მაღაზიებში, "ბიბლუსის" ქსელში, და ასევე ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები ამ თემაზე (მთარგმნელი ვ. ნარიმანიძე). ეს წიგნები ასევე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში იმყოფება. იმედია, რომ საიტზე წარმოდგენილი მასალები დაგეხმარებათ მრავალ სულიერ კითხვებზე პასუხების პოვნაში, თქვენი ნამდვილი ბუნების შეგნებაში, სულიერი სრულყოფილების მიღწევაში. ისინი მოიცავს სულიერ და ფილოსოფიურ საკითხებს, რომლებიც ეხება ადამიანის ჭეშმარიტ არსს, შიდა და გარე ტრანსფორმაციის გზებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა – ჭეშმარიტების, სიყვარულის, სულიერი სიმშვიდის, მართლქმედების, არაძალადობის - განვითარებას, განათლებაში სულიერების შეტანის და მრავალ სხვა საკითხებს. ეს წიგნები წარმოადგენს შთაგონების წყაროს, ზნეობრივი და სულიერი ზრდის სტიმულს მკითხველებისთვის, რომლებიც საარსებო სულიერ ჭეშმარიტებაში არიან დაინტერესებულნი.

 

 

 

 

                                                                                                                   

 

 

 

 

  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE